ფეხბურთი

23:09 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსმა “ბილბაოსთან” გაახანგრძლივა

“ბილბაოს” ახალგაზრდა შემტევმა ინიაკი უილიამსმა კლუბთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ცნობა “ლომების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით “სან მამესზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება.

უილიამსმა მიმდინარე სეზონში ბასკური კლუბის მაისური 24-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.147064