ფეხბურთი

0:23 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოიკო “დნიპროდან” “ბეშიქთაშში”

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “დნიპროს” აწ უკვე ყოფილი მეკარე დენის ბოიკო კარიერას სტამბულის “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ამის შესახებ თურქული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 27 წლის კიპერმა “ბეშიქთაშთან” კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დენის ბოიკო “დნიპროში” 2012 წელს კიევის “დინამოდან” გადაბარგდა და მას შემდგომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ. გასულ სეზონში კი ევროპა ლიგის ფინალშიც ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა. უკრაინის ნაკრებში აქამდე ბოიკოს 3 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132242