ფეხბურთი

22:45 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სარატე აპენინზე დაბრუნდა

ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მაურო სარატე კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 28 წლის არგენტინელი “ფიორენტინაში” სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდგომაც “იებს” თავის ბედს 2.5 წლით დაუკავშირებს. გავრცელებული ცნობით, “ფიორენტინას” სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის ტრანსფერი 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდა.

მაურო სარატესთვის იტალია ნაცნობი ადგილია – 2008-2013 წლებში რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერში” თამაშობდა, ხოლო “ვესტე ჰემში” 2014 წელს ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში მაურომ 15 პრემიერლიგურ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111791