ფეხბურთი

19:42 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: 1:3 უკრაინასთან

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში "განვითარების თასზე" ჯგუფის ბოლო, მესამე ტურში 1:3 წააგო უკრაინასთან და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. ქართველებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, შემდეგ მეორე გაუშვეს და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გიორგი კუციამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა გავიდა ერთი წუთი და უკრაინელებმა მესამე გაიტანეს.

ვასილ მაისურაძის ნაკრებმა პირველ ტურში მოლდოვას 5:4 სძლია, მეორეში ფინეთთან 0:1 წააგო და აი, მესამე ტურში უკვე უკრაინასთან დამარცხდა. ჯგუფში პირველზე უკრაინა გავიდა, მეორეზე ფინეთი.

ტურნირზე 12 გუნდი თამაშობს. ყველა ადგილი უნდა განაწილდეს და ქართველები კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. მეშვიდე ადგილზე გასვლის შანსიღა დარჩა.

1.246033