ლანჩხუთიდან 15 კილომეტრში ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობენ ნემსაძეები, გოგუაძეები, ჯიჯეიშვილები, კუპრაძეები, სარიშვილები, სულ 150 კომლი, გულიანი ხალხია და სოფელსაც სახელად გულიანი ჰქვია. ჰოდა გულიან გურულებს უფეხბურთოდ რა გააჩერებდათ? საკუთარი ხელით გააკეთეს 800 კვადრატულ მეტრზე პაწია სტადიონი და ეჯიბრებოდნენ ცოლიანები-უცოლოებს, მაღლები-დაბლებს, აბდლები- ჭკვა რომ მეეკითხება იმფრებს, მოკლედ, ბალახი ვერ ასწრებდა ამოსვლას ცქვიტი გურულების გადამკიდე… ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძეც იქ გაზრდილა… მაგრამ რად გინდა, თბილისელებზე ნაკლები რით ვართო და გურულებმაც მაინცდამაინც სტადიონის ხარჯზე მეინდომეს გაკეთება - 2009 წელს 70 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწებთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა თუ არა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ახლა კი საკრებულოს წევრმა მიხეილ გოგოტიშვილმა მიისხვისა 5 ლარადო, მომიყვენ ენაკვიმატი გურულები: მაინცდამაინც ჩვენ სტადიონზე უნდათ ჩაის კულტურის გადარჩენა, რაც ჩვენი ჩვენი სოფლის დაქცევა იქნება, რადგან სოფელში მეტი გასართობი აღარა და რა გვეშველება, ქვების სროლას ხომ არ დავიწყებთო …
გურულები ვერავინ გატეხა, ვინც მათი დამონება მოინდომა, ტყვია მიიღო და ფირალების შიშით ცხვირს ვერ ყოფდა გარეთ… ახლა კი სროლამდე ცოტა უკლიათ გულიანელებს - შეაწუხეს გუბერნატორიც, გამგებელიც, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღეს, მე მომმართეს და მე კი თქვენ გაგაგებინეთ, მკითხველო…
მამუკა კვარაცხელია