“ავსტრალიის ღია პირველობის” 1/32-ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ ავსტრალიელი სემუელ გროტი იოლად 6:0, 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.
მარეიმ 10 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბრიტანელმა 14 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი გააკეთა.
1/16-ფინალში მარეის მოწინააღმდეგე, მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანი პორტუგალიელი ჟოაო სოუსა იქნება.