“ლესტერის” ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი ლონდონის “ჩელსის” ინტერესის სფეროში მოხვდა.
Marca-ს ცნობით, “არისტოკრატები” ალჟირის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან და ბონუსად “ლესტერში” განელ ნახევარმცველ კრისტიან ატსუს გაუშვებენ, რომელიც ვადაზე ადრე გამოითხოვეს “ბორნმუთიდან”, სადაც აფრიკელი განათხოვრების წესით თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ატსუს შეძენის სურვილი ესპანურმა “ლევანტემ” გამოთქვა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მაჰრეზის ანგარიშზე 13 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.