ფეხბურთი

14:16 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი რონალდუზე ძვირი აღმოჩნდა

მადრიდის “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემიდან” უელსელი ნახევარმცველის გარეთ ბეილის შეძენა 99,7 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს, რომელსაც ხელში კონტრაქტის ასლი ჩაუვარდა. ზემოთნახსენები თანხა “ტოტენჰემის” ანგარიშზე ოთხ ეტაპად უნდა დამჯდარიყო და ბოლო ტრანზაქცია 2016 წლის 24 ივლისს უნდა განხორციელდეს.

ამრიგად, ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. აქამდე ყველაზე ძვირ ტრანსფერად “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს გადასვლა სახელდებოდა, რომელიც “სამეფო კლუბს” 96 მილიონი ევრო დაუჯდა.

დღემდე ბეილის ტრანსფერის ზუსტი დეტალები ცნობილი არ იყო და სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში უელსელმა 13 გოლი გაიტანა.

0.111415