ფეხბურთი

11:47 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა ვარჯიში განაახლა

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა საზარდულის კუნთები 3 იანვარს, “კრისტალ პალასთან” მატჩისას დაიზიანა. ბელგიელმა მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვლა ითხოვა.

Sky Sports-ის ცნობით, იმ დღის შემდეგ, ძირითად ჯგუფთან ერთად აზარმა პირველად დღეს ივარჯიშა. “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ გუს ჰიდინკს სურს, რომ ნახევარმცველი მაქსიმალურად ინტენსიური დატვირთვების ფონზე შეამოწმოს, რათა მის მზადყოფნაში დარწმუნდეს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, ათამაშებს თუ არა ედენს კვირას “არსენალის” წინააღმდეგ.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში აზარმა 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩია და მათში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11584