რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად სერგეი ბაზარევიჩი დაინიშნა. სპეციალურ სხდომაზე 50 წლის სპეციალისტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ბაზარევიჩმა სამწვრთნელო საქმიანობა 2001 წელს დაიწყო და მას შემდეგ რუსეთში “დინამოს”, “კრასნიე კრილიას” და “ლოკომოტივ-ყუბანს” ავარჯიშებდა, 2015 წლის დეკემბერში კი იტალიური “კანტუ” ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, რუსეთის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს მსგავსად, პირველ კალათაშია განთესილი.