ჭადრაკი

22:57 | 20.01.2016 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის მიმოხილვა 

გთავაზობთ საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი წრის მიმოხილვას. მიმოხილვის ავტორია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა.

I ტური

#1 მიხეილ მჭედლიშვილი - ბაჩანა მორჩიაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა თეთრი ფერით მოთამაშე ფავორიტმა. შავებს შეეძლოთ უფრო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა. მაგ: 25...ლe6?-ის მაგივრად 25...ეd5 26.ლ:d5 მჰh4. მათ გვერდი აუარეს ამ შესაძლებლობას და თეთრებმა ზუსტი სვლებით სწრაფად დაამთავრეს პარტია.

#2 ნოე თუთისანი - ლევან ფანცულაია

დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა მეორე ფავორიტის ლევან ფანცულაიას შეხვედრა ნოე თუთისანთან.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი პარტიის განმავლობაში იყო დინამიური თანაფარდობა. ის საინტერესო გართულებები, რომელიც შეეძლო გამოეწვიათ თეთრებს f5 პაიკის ეტლით აყვანის შემთხვევაში, კულისებს მიღმა დარჩა. მათ უფრო პრაქტიკული მუდმივი ქიში ამჯობინეს.

#3 დავით ჯოჯუა - გიორგი სიბაშვილი

პარტიაში წარმოიქმნა აბსოლუტურად თანაბარი ენდშპილი, სადაც შავებს თითქოს არ უნდა ჰქონოდათ პრობლემა ყაიმის მიღწევისა. თუმცა, თეთრებმა შესძლეს მათ წინაშე გარკვეული პრობლემების დაყენება, რასაც სიბაშვილმა თავი ვერ გაართვა.

#4 ირაკლი ბერაძე - ლუკა პაიჭაძე

მცირე უპირატესობა მიიღეს თეთრებმა დებიუტის შემდეგ პარტიაში. თუმცა, შავებმა ხარისხის დროული შეწირვით მოახერხეს პრაქტიკული კონტრთამაშის შექმნა. შემდგომში იყო უზუსტობებიც და საინტერესო იდეებიც. ამიტომ, ყაიმი შეიძლება კანონზომიერად ჩაითვალოს.

#5 მერაბ გაგუნაშვილი - გიგა ყუფარაძე

პარტია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. შავები ცდილობდნენ აქტიური ფიგურული თამაშით დაეკომპენსირებინათ პაიკების გაფუჭებული სტრუქტურა. ასეთ რთულ თამაშში გასაკვირი არ არის უზუსტობები მეტოქეთა მხრიდან. მაგ.23.კ:c5?!-ის მაგივრად 23.ლ g6 დიდი უპირატესობით. ან 23...ეf6-ის ნაცვლად 23... fg 24. fg ე:c5 ორმხრივი თამაშით. შემდგომში თეთრები უფრო ზუსტად მოქმედებდნენ და კანონზომიერად გაიმარჯვეს.

#6 დავით ბენიძე - ნანა ძაგნიძე

შეხვედრა მოულოდნელად სწრაფად დასრულდა. თეთრებმა გადააფასეს საკუთარი პოზიცია და იმის მაგივრად, რომ ეცადათ 18.ეfe1 ლ:d1 19.ეad1 f5 20. ეd2 და შემდგომ პოზიციის ნაბიჯ-ნაბიჯ გათანაბრება. ითამაშეს ფსევდოაქტიური 18.ლd4? და 18...კ:e2 19.ეfe1 მფg7-ის შემდეგ, უბრალოდ ცენტრალური პაიკის გარეშე აღმოჩნდნენ. ორიოდე ზუსტი სვლით შავებმა უაზრო გახადეს მათი წინააღმდეგობა.

#7 დავით მაღალაშვილი - ლელა ჯავახიშვილი

პარტიაში შავებმა მიზანმიმართულად დაბლოკეს მეტოქის ლაზიერის ფლანგი და კონტრთამაში b2 პაიკის სისუსტეზე ააგეს. თეთრებმა ვერ შესძლეს მათ ხელს არსებული გარკვეული შესაძლებლობების გამოყენება ცენტრსა და მეფის ფლანგზე და ენდშპილში შავების არგუმენტები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

#8 თორნიკე სანიკიძე - კონსტანტინე შანავა

პარტიაში საკმაოდ იშვიათი ვარიანტი გათამაშდა. შავებმა მოახერხეს სადებიუტო პრობლემების გადაწყვეტა და სრულუფლებიანი თამაში მიიღეს. თუმცა, შემდგომში 23...ეb2-ის მაგივრად რაც აქტიურ კონტრათამაშს იძლეოდა შეწირულ პაიკში, ითამაშეს 23...ეd8 და მალე უპერსპექტივო ენდშპილში აღმოჩნდნენ პაიკის გარეშე. სანიკიძემ ზუსტად ჩაატარა რეალიზაციის სტადია.

II ტური

#1 ბაჩანა მორჩიაშვილი - მიხეილ მჭედლიშვილი

შეხვედრაში გათამაშდა შოტლანდიური პარტია, რაც დაძაბული ბრძოლის მომასწავებელია. შავებმა წარმატებით გადაჭრეს სადებიუტო პრობლემები და თეთრებს არც ერთ ეტაპზე არ გასჩენიათ შანსი ებრძოლათ უპირატესობისათვის. ამიტომ, ყაიმი კანონზომიერი შედეგია.

#2 ლევან ფანცულაია - ნოე თუთისანი

პარტია რთულ მანევრულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. შავებმა საკმაოდ ორიგინალური გეგმა გაატარეს ლაზიერის h6-ზე გადაყვანით და შემდგომში g5-ის გატარებით. თუმცა, თეთრებმა ზუსტი თამაშით აღკვეთეს მათი კონტრთამაში მეფის ფლანგზე და პარტია მალე მათთვის სასიამოვნო ენდშპილში გადავიდა, რაც ფანცულაიამ კარგად გამოიყენა.

#3 გიორგი სიბაშვილი - დავით ჯოჯუა

თეთრებმა ვერ შესძლეს სადებიუტო პრობლემების დაყენება შავების წინაშე. ლაზიერის გამბიტის ლასკერის სისტემაში შავებმა საკმაოდ სწრაფად მიიღეს კომფორტული თამაში და რამდენიმე სვლაში მათთვის მატჩში გამარჯვების მომტანი ყაიმი დაფიქსირდა.

#4 ირაკლი ბერაძე - ლუკა პაიჭაძე

გათამაშდა სიცილიური დაცვის იშვიათი სისტემა. შავებმა უზუსტობა დაუშვეს 11...კ:e2 სვლით. იმსახურებდა ყურადღებას 11...h5. მალე თამაში თეთრებისათვის კომფორტულ ენდშპილში გადავიდა, სადაც მათ მეტოქის პაიკების გაფუჭებული სტრუქტურის გამო, ფაქტიურად, ზედმეტი პაიკი ჰყავდათ. პაიჭაძემ კარგად გამოიყენა ეს უპირატესობა და ზუსტი თამაშით პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

#5 მერაბ გაგუნაშვილი - გიგა ყუფარაძე

სამატჩო სიტუაციიდან გამომდინარე, შავებმა შეხვედრაში საიმედო დებიუტი აირჩიეს, თუმცა, ცოტა იჩქარეს ცენტრში დაძაბულობის მოხსნა 14...ed სვლით. ყურადღებას იმსახურებს 14...მb4 თეთრებმა მიიღეს გარკვეული უპირატესობა და შეეძლოთ ლf3 სვლით მისი შენარჩუნება. მაგ: 21...b4 22.კf6-bc 23.ეe3. ყუფარაძემ გვერდი აუარა ამ შესაძლებლობას და შავებმა პაიკის საინტერესო შეწირვით მოახერხეს თამაშის გათანაბრება.

#6 ნანა ძაგნიძე - დავით ბენიძე

ძაგნიძე-ბენიძის პარტიაში შავებს სამატჩო მდგომარეობა მოგებაზე თამაშს აიძულებდა და ისინიც ცდილობდნენ ორიგინალური თამაშით არასტანდარტული სიტუაციის შექმნას. თუმცა თეთრები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მათ მანევრებს და 25.მd5-ის შემდეგ შესძლეს მცირე უპირატესობის დაფიქსირება. მაგრამ ორი სვლის შემდეგ უხეშად შეცდნენ 27.ეc3? სვლით (27.კ:g7-ed 28.კa1 საშიში ინიციატივით) და 27...კ:c3 28ლ:c3-მe5-ის შემდეგ, მალე დამარცხდნენ.

#7 ლელა ჯავახიშვილი - დავით მაღალაშვილი

ჯავახიშვილი-მაღალაშვილის პარტიაში შავებმა შედარებით იშვიათი სისტემა შესთავაზეს მეტოქეს, რასაც თეთრებმა ლოგიკური ცენტრალური სტრატეგია დაუპირისპირეს. ერთადერთი მომენტი, როცა შავებს შეეძლოთ გარკვეული დაძაბულობის შენარჩუნება იყო 15...ეe8 სვლა იდეით 16.ეd3-ლe7 17.ეfd1-მf8 პარტიაში შავებმა ითამაშეს 15...ლe7?! და 16.ლc7-ის შემდეგ ყაიმი იყო მაქსიმალური შედეგი, რაზეც შეიძლება მათ ეოცნებათ.

#8 კონსტანტინე შანავა - თორნიკე სანიკიძე

შანავა-სანიკიძის შეხვედრაში თეთრები ვენურ პარტიაში შეეცადნენ რთული სათამაშო სიტუაციის შექმნას, თუმცა შავებმა ოპტიმალურად განალაგეს თავიანთი ძალები და 17....f5-ის შემდეგ სრულფასოვანი კონტრთამაში მიიღეს. თეთრების რესურსები რამე რეალურზე განეცხადებინათ პრეტენზია, არასაკმარისი აღმოჩნდა და მალე სანიკიძემ ძალის პოზიციიდან სასურველი ყაიმი დააფიქსირა.

www.gcf.org.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:39 | 11.10.2015
gio yvinchila (413)

ტორესი ხო გამოიყენა რასამბობ ან ეხლა ფალკაოსაც იყენებს რაა

15:27 | 11.10.2015
alejandro (44439)

მაურინიოსთან არასდროს მოიწყენ. თავის კარიერაში ურთულეს პერიოდში ის მაინც ახერხებს – როგორც მისი მტრის, იოჰან კრუიფის შვილმა ჟორდიმ თქვა ,,სპეციფიური იუმორის გრძნობის" შენარჩუნებას და ამაში ,,გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემული ინტერვიუდან ფრაზები დაგვარწმუნებს. ჟოზემ ძველი ანტიპათიები გაიხსენა და გვარდიოლას, ბენიტესს, ვენგერს და ანჩელოტის გაჰკრა კბილი და არც რანიერი დავიწყნია, თუმცა კაპელოზე რატომღაც არაფერი უთქვამს (იტალიელმა ორიოდე დღის წინ აღნიშნა, 18 თვიანი გუნდები ყავსო – ავტ.)

გვარდიოლაზე:
,,თუ სამუშაო გიყვარს, შეუძლებელია იმდენი ინერვიულო, რომ თმები დაკარგო. შეხედეთ პეპს, ის თითქმის მელოტია"

ბენიტესზე:
,,6 თვე მისთვის საკმარისი გამოდგა, ევროპაში საუკეთესო გუნდი გაენადგურებინა"

ვენგერზე:
,,ყველა მწვრთნელი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ის კი ვერასდროს ვერაფერს იგებს, მაგრამ სამუშაო მაინც აქვს"

ანჩელოტიზე:
,,ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელია, ვინც 3:0–ის შემდეგ წაგება მოახერხა" (ჟოზე მეორდება, მას მსგავსი კრუიფზეც უთქვამს: ,,იმისგან რჩევას ვერ მივიღებ, ვინც ერთადერთია ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 რომ წააგო")

და რანიერის როგორც ,,დაბალ ღობეს" ყველაზე მეტი მოხვდა:
,,70 წლისას ევროპის სუპერთასი და კიდევ მგონი რაღაც ერთი თასი მოუგია. 5 წელია ინგლისშია და ,,დილა მშვიდობისა"/,,საღამო მშვიდობისას" ძლივს ამბობს,ნამეტანი ბებერია რომ შეიცვალოს"

იტალიელებმა ,,ჩელსის" კრიზისზეც დაუსვეს და პორტუგალიელმა უპასუხა: ,,არ ვიცი რა ხდება. ვერ დავმალავ და არც უარვყოფ, რომ შედეგები ძალიან ცუდია – ეს რეალობაა, მაგრამ გარწმუნებთ, ვმუშაობ და ვიბრძვი რაც შეიძლება მალე სიტუაციის გამოსასწორებლად"

12:30 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mატა,დებრუინი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,მატა კარგად ირჯებოდა ჩელსიში და ტყუილად გაუშვა,დე ბრუინს კი პრაქტიკულად არ მისცა შანსი და კუადრადო რისთვის იყიდა თვითონაც არ იცის ალბათ მოუ,მასაც არ ენდობოდა

12:42 | 11.10.2015
alejandro (44439)

როცა ჟოზე ჩელსიშიდაბრუნდა,მატა გახლდა წინა სეზონის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელი.
ჟოზემ კი შანსი არ მისცა და მთელი პირველი წრე მიზერული სათამაშო დრო გამოუყო მატას.
იანვარში კი მანიუში საკმაოდ ძვირად, 37 მილიონ გირვანქად გაყიდა.
ასევე დე ბუინზეც გეტანხმები და ილტინტოპის მაგივრად ეგ უნდა იყოს სიაში. ან რანაირად უნდა გამოეყენებინა ჰამითა? ვის მაგივრად უნდა ეთამაშებინა რეალში?
პედრო ლეონი კი მხოლოდ იმის გულისთვის გააგდო რეალიდან(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ის შეხვდა თავის ყოფილ მწვრთნელს ხეტაფეში მიჩელ გონსალესს. რადგან მიჩელი მადრიდისტა არის,ჟოზე ეჭვებმა შეიპყრო რომ ლეონი აუცილებლად ინფორმაციის გასატანად შეხვდებოდა...

20:24 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:06 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mოუს ბოლო წლებში ბევრი დიშლობა აქვს ნაკეთები,შურლეც არ ევასებოდა მოუს არადა ცუდად არ ირჯებოდა ჩელსიში მაგრამ ყველაფერს მოუს ვერ დავაბრალებთ,კაკა თვითონ ვერ ათამაშდა რეალში იმ ტრამვის გამო და ზოგადად ვერ შეეწყო რეალს,კასოს რაც შეეხება მართალია მოუს არ ევასებოდა დიდად კასო,იმ პერიოდში იკერს მართლაც კრიზისი ჰქონდა კარიერაში

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

12:23 | 11.10.2015
alejandro (44439)

სათაური ძალიან არასწორია,ვერ გამოიყენა რას ქვია? გყავდა გუნდში და გიმტყუნა? ფორმაში არ იყო და ვერ თამაშობდა მოწოდების სიმაღლეზე?
განსაკუთრებით ეს სათაური არ შეესადაგება იკერ კასილიასს! 2010-11 და 2011-12 და 2012-13 წლის სეზონების პირველ წრეში კასო რეალის ძირითადი მეკარე იყო,ვიდრე არბელოამ არ გატრავმა კოპას 1/4 ფინალში ვალენსიასთან.
რას ქვია ვერ გამოიყენა? 2011-12 და 13 წლების იანვარში კასო ზედიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ(სულ 5 ჯერ ზედიზედ) და ეს მოხდა სწორედ ჟოზეს მწვრთნელობის დროს!
ასე რომ კასოს ამ ნომინაციაში შესვლა ძალიან არასწორი და უსამართლოა!...

დანარჩენებზე ვეთანხმები, კი ბატონო და სულ დეტალებში მახსოვს აქ ჩამოთვლილი თვითოეული რეალელი თუ რა და რა მიზეზების გამო ვერ ხვდებოდნენ ჟოზეს დროს რეალის ძირითადში...

12:13 | 11.10.2015
19.05.2012 (1717)

ჩამონათვლის უმეტესობა ნაგავია. ყველაზე მეტად კაკა და მატა მეცოდებოდნენ. კასილასმა კიდევ თავის თავს დააბრალოს რომ არც ჟოზემ და არც ანჩელოტიმ არ გამოიყენეს.

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

0.062184