ფეხბურთი

20:55 | 20.01.2016 | ნანახია 1241 - ჯერ

“ტორინო” და სირიგუ ხუთშაბათს გადაწყდება

იტალიის სერია A-ს ბინადარი “ტორინო” ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარის სალვატორე სირიგუს სამსახურით ინტერესდება. როგორც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, ტურინული გუნდის პრეზიდენტ ურბანო კაიროს 29 წლის კიპერის საკუთარ გუნდში ხილვა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სურს და საფრანგეთის უძლიერეს გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს.

ამასობაში კი ფრანგული მედია როგორც იტყობინება, სირიგუს “ტორინოში” შესაძლო გადასვლის საკითხი ხუთაშაბათს გადაწყდება.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში სირიგუმ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და წლეულს ლიგა 1-ში ერთი თამაში ჩაატარა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:43 | 21.01.2016
mushni (93569)

წადი ტორინოში--მევასება მილანის მერე ეს გუნდი--ჩირო,ბელოტი და სირიგუც

14:02 | 21.01.2016
CR7NOLE (15561)

იტალიის მრავალგზის ჩემპიონია

21:02 | 20.01.2016
maestro10 (13745)

Klops tvalebi **shi aqvs... Minoles jobia

20:54 | 20.01.2016
voods (437)

კარგი მეკარეა ცოდოა სკამზე

0.122816