კალათბურთი

19:15 | 20.01.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ფიბა-ევროპამ საქართველო პირველ კალათაში განთესა: საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ცნობილია

22 იანვარს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ჩატარდება ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის კენჭისყრა, სადაც 27 ნაკრები გადანაწილდება ჯგუფებში და დაიწყებს ბრძოლას ევრობასკეტის 11 საგზურისთვის. ფიბა-ევროპამ გათამაშების ფორმატი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საკვალიფიკაციო ტურნირი.

27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები არიან: ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები), საბერძნეთი, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და სერბეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები).

კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან განთესილნი. საქართველო, რა თქმა უნდა, წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში ვიასპარეზეთ), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ ვიცით, რომ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის დანარჩენი წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

www.gbf.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.086344
სარეკლამო ადგილი - 99
X x X