იტალიელი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი ჩინური კლუბის “გუოანის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით ჩაიბარა იტალიელმა აზიური გუნდი.
ძაკერონიმ შეცვალა ესპანელი გრეგორიო მანსარო, რომელმაც გასულ სეზონში გუნდი ჩინეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. თავად ალბერტო ბოლოს იაპონიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა და ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაანთავისუფლეს. ძაკერონი აგრეთვე ცნობილია “მილანში”, “ინტერში”, “იუვენტუსსა” და “ლაციოში” მოღვაწეობით.