ფეხბურთი

14:35 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XX ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით შედგენილი XX ტურის სიმბოლური ნაკრები თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. მეორე წრის პირველი ტურის საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი ტურინის “იუვენტუსს” ჰყავს, რომელმაც სტუმრად “უდინეზე” 4:0 გაანადგურა და ყველა გოლის ავტორი ტურის სიმბოლურში მოხვდა – პაულო დიბალა (დუბლი, 2 საგოლე პასი), სამი ხედირა (გოლი) და ალექს სანდრო (გოლი).

ორ-ორი ფეხბურთელით კი “მილანი” და “ნაპოლი” არიან წარმოდგენილნი. ლომბარდიელებიდან ტიფოზებმა ალესიო რომანიოლი და კევინ პრინს ბოატენგი შეარჩიეს. ამ უკანასკნელმა იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. რაც შეეხება “ნაპოლის”, მარეკ ჰამშიკთან ერთად სიმბოლურში რაღა თქმა უნდა, გონსალო იგუაინი მოხვდა, რომელმაც გასულ უიქ-ენდზე მორიგი გოლები მიითვალა.

სერია A-ს XX ტურის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”)

მცველები: ალესიო რომანიოლი (“მილანი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ლორენცო ტონელი (“ემპოლი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: კევინ პრინს ბოატენგი (“მილანი”), სამი ხედირა (“იუვენტუსი”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”)

თავდამსხმელები: ლეონარდო პავოლეტი (“ჯენოა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)

თეგებისერია A
0.108353