როგორც სპორტული ვებსაიტი Sportyou იუწყება, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმების დარტყმაში გაკვეთილი ჩაუტარა.
პორტუგალიელი ბურთით ვარჯიშობდა და კარში ძლიერად ურტყამდა, როდესაც მასთან ფრანგი მივიდა და ხუმრობით უთხრა, უყურე და ისწავლე როგორ უნდა ჯარიმების დარტყმაო. შედეგად, “ბლანკოსის” ორი ლეგენდა ერთმანეთს გაეჯიბრა. 10 დარტყმიდან ზიდანმა ყველა გაიტანა, ხოლო რონალდუმ ორი ააცილა. საბოლოოდ, კრიშტიანუმ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა.
დარტყმაში ვარჯიშს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს “რეალის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესიც ურჩევდა.
ზიდანის ხელმძღვანელობით “რეალმა” ორი თამაში უკვე ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და მხოლოდ ერთი გაუშვა.