სხვა

13:02 | 20.01.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ქართველებმა დღე უდანაკარგოდ დაასრულეს

იანვრის სუპერტურნირის მე-11 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე მოასპარეზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს.

მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინისთვის იყო, რომელსაც წაგებათა ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს. ლევანმა 7 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება (იორიკირით) დასავლეთის მე-4 მაეგაშირა კოტოიუკისთან იზეიმა (კარიერაში მეორედ აჯობა) და წოდებაში დაწინაურების შანსი შეინარჩუნა. ამისთვის, ქართველ სეკიტორს დარჩენილი ოთხივე შერკინების მოგება მართებს.

ისიც ვთქვათ, რომ ტოჩინოშინის კონკურენტთაგან უკვე გაიფორმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოიმ. მან მე-8 მარცხი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან განიცადა. 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა დასავლეთის სეკივაკე იოშიკაძეს, ხოლო აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩოძანს 11-დან 5 ბრძოლა აქვს მოგებული.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის პირველი მაეგაშირა შოჰოძანი იქნება (ურთიერთშეხვედრებში - 4:1), რომელსაც მაკე-კოშისგან ვეღარაფერი იხსნის. იოშიკაძის მეტოქე აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, ხოლო ტოჩიოძანს იოკოძუნა კაკურიუს სახით კიდევ უფრო ძლიერი გამომცდელი ეყოლება.

მინიმალურ დადებით ბალანსზე (6 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუ, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება. თეიმურაზი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგაიაკის კარიერაში პირველად გაეჯიბრა, ცუკიოტოშით აჯობა და თუკი დარჩენილი 4 შეხვედრიდან მინიმუმ ორში იმარჯვებს, სატიტული წინსვლა გარანტირებული აქვს.

ქართველი გოლიათი შემდეგ ბრძოლას დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკანოივას წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უკვე დაბევებული აქვს. გაგამარუს მასთან 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივეში იმარჯვა.

ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად ოძეკი კოტოშოგიკუ იქცა, რომელმაც დღევანდლამდე ასევე დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს სძლია. ახლა, ამ უკანასკნელის დარად 10 მოგება იოკოძუნა ჰარუმაფუჯის აქვს. უდიდესი ალბათობით, “იმპერატორის თასს” სწორედ ეს სამეული გაითამაშებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:19 | 17.01.2016
kelbo (7279)

ხვალ შოთიკო გველის... წესით მაგას უპრობლემოდ უნდა გაუმკლავდეს მარა დღეს ისეთთან წააგო ვინც ყველაზე იოლი მოწინააღმდეგე იყო მისთვის

15:25 | 17.01.2016
UNITY (6719)

იკიოს არ ხვდება? მაგან კი ჰარუმასთან წააგო.. ვისთვისაც ჯერ არ მოუგია... ჰარუმა მაგარი კლასნია.. ჰაკუხომ რა არასწორად გადააგდო იოჟიკა ნახე??? დამარცდებული მოისროლა დოჰიოდან...

10:22 | 18.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ჰაკუჰოს ჩვევია ეგეთი პროჭ...ბები და იმიტო არ მევასება.

13:16 | 17.01.2016
kelbo (7279)

აააუუუუუუუ ტოჩი კაი რააა....
მაგ უკისროსთან რამ წაგაგებია??? ეგ მაინც არაა არც შენზე ძლიერი და არც შენზე სწრაფი და არც ტექნიკური

15:21 | 17.01.2016
UNITY (6719)

ტიპმა მარცხენა ხელი არ ჩაავლებინა მავაშში და მარტივად მიუგო...

12:05 | 17.01.2016
BEERTRANCE (97819)

მაინც ორივესგან კაჩიკოშს ველი

02:31 | 17.01.2016
UNITY (6719)

ტოჩის ხათრით მის განაგუნდელ ტოჩიოძანს ვქომაგობდი ეს წლები, მაგრამ მაგისგან იძეკი ისე დადგება როგორც ოქრისგან ოქროს ბურთის მფლობელი.

02:26 | 17.01.2016
UNITY (6719)

რაც არ უნდა ვლანძღოთ კუკურა, მაინც ტექნიკურია და თან ძლიერიც....ცალსახად ჰაკუჰოს და ამას დონე არ არის მაგრამ მაინც მაგარია.
ტოჩიმ ერთხელ მაინც ცადოს რაღაც განსხვავებული რა.... ფეხში თუ ვერ შედის იოჟიკასავით, კვანტის გამოდება მაინც ცადოს.... მაგარი იმედგაცრუებული ვარ...
თუ რაიმე წინსვლაზე პრეტწნზია აქვს დარჩენილი ყველა ბრძოლა უნდა მოიგოს...
მელა ტრამვირებულია...
ტოჩიოძანს და ბულგარელს ისედაც არ ხვდება....
ჰა..ჰა.. იკიოისთან წაგება ეპატიოს.. იმ იკიოსთან რომელიც 3 ბაშოს წინ გავარდნის კანდიდატი რომ იყო.. იოჟიკას, შოჰოძანს და ჰოდორა მძორს თუ ვეღარ მოუგო მაშინ რაზე გვაქვს პრეტენზია?!

რა ვთქვათ თავისზე ძლიერებს ვერ უგებს იმიტომ რომ ძალით ჯობნიან და ვერც ტქნიკურებს უგებს იმიტომ რომ მათსავით მოხერხებული არ არისო???!!!!!

02:13 | 17.01.2016
UNITY (6719)

რაულ- იკერ,
წინა სტატიაზე ლაივ ლინკი გითხოვია.. ეხლა ვნახე აქstripslashes((strlen('http://ubs.mn/stream')>0?' http://ubs.mn/stream':' http://ubs.mn/stream')) შეხვალ მეილით დარეგისტრირდები და ლაივს ნახავ უპრობლემოდ.
ეს კი სუმოს საიტებია..
0?'>http://sumodb.sumogames.de':'>http://sumodb.sumogames.de'))
0?'>http://www.sumo.or.jp/en':'>http://www.sumo.or.jp/en'))

10:22 | 18.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

გაიხარე

00:47 | 17.01.2016
Buratino (3505)

ძნელი იქნება ორივესთვის კაჩი-კოში მაგრამ უნდა მოინდომონ, განსაკუთრებით ტოჩიმ რათა არ გამოვარდეს სანიაკუდან

15:36 | 16.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

სამწუხაროა, რომ ტოჩი ვერაფერს უხერხებს იოკოძუნებს, მარა იმედია, კაჩი-კოშის მაინც დააფიქსირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066368