ფეხბურთი

12:11 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოული და “რომა” დაშორდნენ

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა ეშლი კოულმა იტალიურ “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

35 წლის კოული, რომელსაც წლეულს “ჯალოროსის” რიგებში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია, ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და ახალი გუნდის მოძებნა ადვილად შეეძლება.

კოული, რომელსაც “კრისტალ პალასში”, “არსენალსა” და “ჩელსიში” უთამაშია, “რომას” 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა და ყვითელ-წითელი მაისური წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ 19 შეხვედრაში მოირგო, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

ეშლი კოული დიდი ალბათობით კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.

0.111648