გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომამ” გასვლაზე “დენვერს” 110:104 აჯობა. ოკლაჰომელები მესამე პერიოდის ბოლო წუთებზე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობა არ დაუთმიათ. “ოკლაჰომას” დურანტმა (30 ქულა, 12 მოხსნა) და უესტბრუკმა (27 ქულა, 12 პასი) ულიდერეს. “ოკლაჰომა” 31 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
“ნიუ ორლეანმა” შინ “მინესოტას” 114:99 მოუგო. პირველი პერიოდი “მინესოტას” სასარგებლოდ 38:25 დასრულდა, ხოლო დანარჩენ სამ პერიოდში “ნიუ ორლეანმა” უკეთ ითამაშა. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო. “მინესოტას” ახალწვეულმა თაუნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 13 მოხსნა.
“მაიამი” – “მილუოკი” 79:91 (18:19, 21:30, 18:26, 22:16)
https://www.youtube.com/watch?v=wYPSYsbnWwU
“ნიუ ორლეანი” – “მინესოტა” 114:99 (25:38, 26:22, 31:15, 32:24)
https://www.youtube.com/watch?v=kVnmmxuLcLw
“დენვერი” – “ოკლაჰომა” 104:110 (31:25, 22:32, 26:27, 25:26)
https://www.youtube.com/watch?v=iLN7wvwmshg
“ფინიქსი” – “ინდიანა” 94:97 (17:25, 18:19, 26:27, 33:26)