ჩერნოგორიის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს 63 წლის სპეციალისტი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი გაწვრთნის. როგორც ჩერნოგორიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სერბი პოდგორიცაში 20 იანვარს ჩაფრინდება და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტუმბაკოვიჩმა ბრანკო ბრნოვიჩი შეცვალა, რომელმაც ჩერნოგორია ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. იუგოსლავიის 6-გზის ჩემპიონი ბოლოს ჩინეთის კლუბ “უჰან ჩჟოლიში” მუშაობდა და გუნდს სუპერლიგა ორჯერ მოაგებინა.
ლიუბიშას შეგირდები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე E ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მეტოქეებად პოლონეთის, რუმინეთის, სომხეთის, დანიის და ყაზახეთის ნაკრებები ეყოლებათ.









