ჩოგბურთი

1:40 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ძირითად ბადეშიც იმარჯვა

ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მოთამაშე გიორგი ცივაძემ კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ცივაძემ ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ილია ვუჩიჩს (სერბეთი) 6:2, 6:3 სძლია და მერვედფინალში კიდევ ერთ სერბ – მე-8 ნომრად განთესილ ივან ბიელიცას ეთამაშება.

მარცხი შეემთხვა კვალიფიკაციის კიდევ ერთ გამარჯვებულ გიორგი ჯავახიშვილს. მან “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ რომან ხასანოვთან 2:6, 3:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი და ცივაძე მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც ინდოელ ძმებ სოოდებს გაეჯიბრებიან.

0.113705