ჩოგბურთი

22:37 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი “ავსტრალიის ღია პირველობას” დაემშვიდობა

ესპანელი რაფაელ ნადალი წლის პირველ სადიდსლემო ტურნირს პირველსავე ტურში გამოეთიშა. ნადალი თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 6:4, 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მეხუთე სეტში რაფაელი 2:0 დაწინაურდა, თუმცა ვერდასკომ შეუძლებელი შეძლო და ზედიზედ 6 გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნადალმა 7 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ვერდასკოს 20 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მატჩში 362 ქულა გათამაშდა, საიდანაც 180 რაფაელის გამარჯვებით დასრულა, ვერდასკომ – 182-ჯერ იმარჯვა. ფერნანდო 1/32-ფინალში დუდი სელას (ისრაელი) შეხვდება.
ენდი მარეიმ პირველ ტურში გერმანელი ზვერევი მარტივად სამ სეტში 6:1, 6:2, 6:3 დაამარცხა. ბრიტანელი შემდეგ ეტაპზე ავსტრალიელ გროტს გაეჯიბრება.

0.129909