ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველი წრე დასძლია.
მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ შვეიცარიელი ჩიარა გრიმი 6:1, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში რუს იულია კულიკოვას და ავსტრიელ კაროლინ ილოვსკას შორის უმჯობესს ეთამაშება.
ტურნირში 20 იანვარს ჩაებმება მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე. ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც გასულ კვირას ანალოგიური ტურნირი მოიგო, საწყის შეხვედრაში გერმანელ იანა მორდერგერს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურმა თურქ ორალს და რუს შეპიტას 6:4, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე უნგრულ-ბუგარულ დუეტს (ბუკტა-ტომოვა) ეთამაშებიან.