ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკში” სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ეს “სპარტაკის” საიტის ინფორმაციაა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საერთო ჯგუფში დაბრუნებას მეორე შეკრებაზე ელოდნენ, თუმცა ჯანო უკვე მზადაა.
ანანიძემ ბოლოს შარშან სექტემბერში, საქართველო-შოტლანდიის მატჩში (1:0) ითამაშა და მას შემდეგ კოჭს მკურნალობდა. ზოგადად, ძალიან დიდი დრო უცდება ტრავმების გამო, მაგრამ იმედია, მალე ჩადგება ფორმაში.