ფეხბურთი

21:55 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მონრეალმა “არსენალთან” გაახანგრძლივა

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა ლონდონის “არსენალმა” ესპანელ მცველ ნაჩო მონრეალს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. თუმცა, “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი არ აკონკრეტებს თუ რომელ წლამდე დარჩება 29 წლის მცველი “ემირეითს სთედიუმზე”.

მონრეალი “არსენალში” 2013 წლის ზამთარში ჩაირიცხა, მანამდე კი ესპანური “მალაგას” შემადგენლობაში თამაშობდა. ნაჩოს “მეთოფეთა” რიგებში აქამდე 80 პრემიერლიგური თამაში დაუგროვდა, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე 22-ჯერ გავიდა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109252