ფეხბურთი

21:25 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერჩი “მილანიდან” “ჯენოაში”

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ალესიო ჩერჩი კარიერას “ჯენოაში” გააგრძელებს. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში “მილანში” თამაშობდა, უკვე გენუაშია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჩერჩი “ჯენოაში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დარჩება.

ალესიო ჩერჩიმ, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაშია, “მილანის” ღირსება 33 მატჩში დაიცვა და ერთადერთი გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი 6 თვის განმავლობაში “როხიბლანკოს” რიგებში ვერაფრით დამკვიდრდა. ჩერჩი, “რომას” სკოლის აღზრდილია და სახელი “ტორინოში” კარგი თამაშით გაითქვა.

0.1211