ჩილეს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი გონსალო ხარა სამშობლოში დაბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელი კარიერას “უნივერსიდად დე ჩილეში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
გამოცდილი ფეხბურთელი ახალ კლუბს “მაინციდან” უსასყიდლოდ შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია თუ, რამდენხნიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ხარა “მაინცის” ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავდა. მან მიმდინარე სეზონში გერმანული კლუბის მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა.
გონსალო ჩილეს ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს და 85 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალახალ სირთულეებს ქმნიან დალასის შეფები ზაზას საწინააღმდეგოდ,იმდენად არ აქვთ სურვილი დააფასონ ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი,რომ სულ შემაჯავრებენ ამ გუნდს თუ ზაზას წყალში ჩაუყარეს ამდენი მშვენივრად ჩატარებული თამაში დალასის სასარგებლოდ.ასეა ეს.