მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი ესპანეთის პრიმერადივიზიონი რეკორდისკენ მიიწევს. საქმე ისაა, რომ 23 წლის სლოვენიელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 20 მატჩი მხოლოდ 8 გოლი გაუშვა (თამაშში საშუალოდ 0.4), რაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია. ობლაკმა ბოლო ტურში “ლას პალმასთან” საკუთარი კარი მშრალად შეინახა, რისი გაკეთებაც უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა.
რაც შეეხება მთელი სეზონის რეკორდს, იგი ლა კორუნიის “დეპორტივოს” მეკარე ფრანსისკო ლიანოს ეკუთვნის, რომელმაც შორეულ 1993-1994 წლების სეზონში დაამყარა. მაშინ ლიანომ 38 მატჩში 18 გოლი გაუშვა. ანუ, თამაშში საშუალოდ 0.47 გოლს უშვებდა.
ობლაკი საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას მომდევნო ტურში “სევილიასთან” მატჩში შეეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგონა კასილასი იქნებოდა რეკორდსმენი☺
მართლა მაგარი დაცვა ყავს ატლეტიკოს ბარსელონასთან თამაში საინტერესო იქნება
chamilo (31820) გეთანხმები! მხოლოდ და მხოლოდ 8 ბურთი აქვს 20 თამაშში გაშვებული ატლეტიკოს.
ატლეტიკოს სტილი ისეთია ძალიან ცოტა გოლს უშვებს