ინგლისური “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი ახლოსაა ლეგენდარული ფრანგის, ტიერი ანირს რეკორდის მოხსნასთან. საქმე ისაა, რომ აგუეროს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, დღეისათვის 135 მატჩი 88 გოლი აქვს გატანილიი, რაც საშუალოდ თამაშში 0.65 გოლს უტოლდება. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი კი პრემიერლიგის დონეზე მხოლოდ ზემოხსენებულ ანრის აქვს, ვინაც “არსენალის” შემადგენლობაში ჩატარებულ 258 შეხვედრაში თავი 175-ჯერ გამოიჩინა (საშუალოდ მატჩში 0.68 გოლი).
აგუეროს უკან კი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი (საშუალოდ თამაშში 0.41 გოლი), რობინ ვან პერსი (0.51), ალან შირერი (0.59) და ლუის სუარესი (0.63) არიან.