ფეხბურთი

17:09 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” 18 წლის ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და “ჯენოას” 18 წლის ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა გაიფორმა. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იუწყება. “იუვეს” ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდა და იგი “იუვენტუს სთედიუმზე” 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

მანდრაგორა, რომელსაც ასაკის მიუხედავად 21-წლამდე ნაკრებში უკვე 6 თამაში ჩაუტარებია, ამჟამად სერია B-ს ბინადარ “პესკარაში” ირჯება, სადაც “ჯენოას” იჯარით ჰყავდა გასხვისებული. კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, როლანდო მიმდინარე სეზონს სწორედ ადრიატიკულ კლუბში ჩაამთავრებს და “იუვეს” მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.

“პესკარას” რიგებში წლეულს მანდრაგორამ 16 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.12316