ფეხბურთი

16:02 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “ბენფიკაში” რჩება

ლისაბონის “ბენფიკამ” და ჟულიო სეზარმა თანამშრომლობა გააგრძელეს. ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა o jogo-ს ინფორმაციით, 36 წლის ბრაზილიელი კიპერი “და ლუჟზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ძველი ხელშეკრულება სეზარს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ჟულიო სეზარი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მილანის “ინტერში” გაუტარებია, “ბენფიკას” 2014 წელს სწორედ “ნერაძურიდან” შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კი “არწივების” კარი 18 შეხვედრაში დაიცვა.

0.125137