გურამ კაშიამ არნემის "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მაგალითად, ბოლო ტურში "კამბურთან" მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ათამაშეს, არადა საქმე ეხება კაპიტანს, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
როგორც შევიტყვეთ, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არაა: უბრალოდ, "ვიტესის" დროებითი მწვრთნელი რობ მაასი მოგებულ შემადგენლობას არ ცვლის.
ამასობაში, კაშიამ "ვიტესის" ახალგაზრდულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა. ეს "ტვენტეს" ახალგაზრდულთან შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა.