სხვა

15:26 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი ჰოლანდიასთან

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, მორიგი მატჩი ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და პენალტების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო 9:9 (2:1, 3:4, 2:4, 2:0) დასრულდა, დამატებით დარტყმებში კი მეტოქემ 7:6 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი ჩამორჩენა ბოლო წუთზე აღმოფხვრა და პენალტების სერიაშიც დაწინაურდა, თუმცა, რევაზ იმნაიშვილმა გადამწყვეტი დარტყმა გააცუდა, შემდეგ კი
”ნარინჯისფერთა” მეკარემ დამირ ცრეპულიასაც აუღო და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

ისიც ვთქვათ, რომ მატჩის არბიტრებმა წითელი ბარათი ჯერ მიხეილ ბაღათურიას უჩვენეს, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩიც გააძევეს.

ახლა, ქართველი წყალბურთელები ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ, მათი მეტოქე კი თურქეთის ნაკრები იქნება, რომელმაც საფრანგეთთან 9:14 წააგო. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მალტა-სლოვაკეთს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, ტურნირზე უკვე გარკვეულია 1 ნახევარფინალური წყვილი: 20 იანვარს საბერძნეთი მასპინძელ სერბეთს ეთამაშება. დღეს, 2 მეოთხედფინალური შეხვედრაა დაგეგმილი: იტალია-ჩერნოგორია და უნგრეთი-ხორვატია.

0.117966