კალათბურთი

13:48 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

უოლი და დიურანტი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი ჯონ უოლი და “ოკლაჰომა სიტის” ფორვარდი კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

უოლის დახმარებით, დედაქალაქელებმა კვირის 4 მატჩიდან 3 მოიგეს. ჯონის საშუალო მონაგარი 25.0 ქულა, 9.8 პასი, 6.0 მოხსნა და 3.0 ჩაჭრა გახლდათ. აი, დიურანტი კი ოკლაჰომელთა მიერ მოგებულ ოთხ შეხვედრაში საშუალოდ 26.0 ქულას, 8.3 მოხსნას და 4.3 პასს აგროვებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯეი კრაუდერი, აიზეა ტომასი (ორივე – “ბოსტონი”), კოულ ოლდრიჩი (“კლიპერსი”), იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”) და დემიან ლილარდიც (“პორტლენდი”) აცხადებდნენ.

0.121099