ფეხბურთი

12:49 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” 300 მილიონი სამი ფეხბურთელის სანაცვლოდ

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 300 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, პერესი მზადაა მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელების, რობერტ ლევანდოვსკისა და მარიო გიოტცეს სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღოს. ამასთან, “სამეფო კლუბის” თვალთახედვის არეში ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანიც იმყოფება, ვისაც ბოლო დროს პარიზულ კლუბთან ურთიერთობა დაეძაბა.

“რეალის” მხრიდან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ასეთი აქტიურობა, იმასთანაა დაკავშირებული, რომ მადრიდულ გრანდს 2016 წლის ზაფხულისა და 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფიფას გადაწყვეტილებით ტრანსფერების განხორციელება ეკრძალება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108034