კალათბურთი

12:32 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “კავალერია” დაშალა (+VIDEO)

“კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტთან” 98:132 განადგურდა (VIDEO).

“გოლდენ სტეიტი” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი თამაშის განმავლობაში სხვაობას ზრდიდა. მესამე პერიოდში ოკლენდელები მეტოქეს 40-ქულიანი სხვაობითაც ამარცხებდნენ. ასეთი გამანადგურებელი ანგარიში გუნდების ლიდერთა თამაშმა განაპირობა.“ოქროს შტატელთა” წამყვანი მოთამაშეები უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე “კავალიერსის”. მატჩში საუკეთესო 35 ქულით, 5 მოხსნით და 4 პასით სტეფ კარი გახლდათ. იგუადალამ 20 ქულა მიითვალა, გრინმა 16 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა გააკეთა, ტომპსონს 15 ქულა ჰქონდა. “კავალიერსში” კი ყველაზე მეტი 16 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, ირვინგს 8 ქულა და ლავს - 3.

“გოლდენ სტეიტი” 38 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, “კლივლენდი” 28 მოგებით და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118554