ჩოგბურთი

1:49 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ყაზახეთში

ქართველი ჩოგბურთელები გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი წარმატებულად ასპარეზობენ ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ქართველებმა ძირითად ბადეში თამაშის უფლება კვალიფიკაციის გავლის შემდეგ მიიღეს. მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ მიზანს ყაზახი ევგენი დანილოვის ძლევის (7:5, 6:0) ხარჯზე მიაღწია, მე-6 რეიტინგის მქონე ჯავახიშვილმა კი კიდევ ერთ მასპინძელ დმიტრი რესნიანსკის (მე-14) აჯობა – 2:6, 6:0, 6:2.

ძირითად ბადეში ცივაძე ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სერბ ილია ვუჩიჩს ეთამაშება, ხოლო ჯავახიშვილის მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახი რომან ხასანოვი იქნება.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილმა და ცივაძემ მე-4 განთესვის მქონე ჩინელები (გაო-ქუიანგი) 6:3, 4:6, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ინდოელ ძმებ სოოდებს ეთამაშებიან.

0.115175