ჭადრაკი

22:55 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შავების დღე

უშეღავათო ბრძოლები გაიმართა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრებში. ოთხი პარტიიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ, სამ შეხვედრაში კი შავი ფიგურებით მოასპარეზე მონაწილეებმა გაიმარჯვეს.

ტურნირის რეიტინგ-ლიდერმა მიხეილ მჭედლიშვილმა და საქართველოს ექს-ჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ მშვიდად გაითამაშეს დებიუტი და დიდი ბრძოლის გარეშე შეთანხმდნენ ყაიმზე.

მოულოდნელი იყო ლელა ჯავახიშვილის გამარჯვება საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ლევან ფანცულაიასთან. შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ჯავახიშვილმა ლაზიერების გაცვლის შემდეგ, დამაჯერებლად გადაითამაშა მეტოქე.

საინტერესოდ მიმდინარეობდა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერის, ნანა ძაგნიძის და ქალთა გუნდის კაპიტნის დავით ჯოჯუას დაპირისპირება. მწვრთნელმა შეგირდი ენდშპილში ლამაზი ეტიუდური სვლით დაჩაგრა და შავი ფიგურებით იმარჯვა.

ასევე ეფექტურად მოიგო პარტია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მერაბ გაგუნაშვილმა ლუკა პაიჭაძესთან.

0.1221