ბრემენის "ვერდერის" მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც წლეულს პირველად ითამაშეს "მუსიკოსთა" მთავარ გუნდში. მათ შორის, 20 წლის ქართველ გიორგი პაპუნაშვილზეც, რომელმაც აუე-სთან მშვენიერი გოლი გაიტანა.
"მისი ტექნიკური არსენალი მდიდარია და კარგი დარტყმაც აქვს, მაგრამ გამოვლინდა სისუსტეებიც: სისწრაფე მოსამატებელი აქვს. ორთაბრძოლებშიც უფრო ხშირად უნდა გამოვიდეს გამარჯვებული. აკლია გარკვეული სიმტკიცე. თუმცა პაპუნაშვილი თვალთახედვის არეში გვეყოლება" - უთხრა სკრიპნიკმა "ვერდერის" ოფიციალურ საიტს.