რაგბი

15:35 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის მორიგი გაბრწყინება და ვეფხვაძის დებიუტი

ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ქართველი ლეგიონერების ერთმა გუნდმა პლეი ოფში თამაში დაიბევა, ხოლო კიდევ სამი მეოთხედფინალში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

პირველ ჯგუფში ქართველი ლეგიონერების გუნდებს პლეი ოფში გასვლის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო ერთი ამბავი მოხდა. “ოიონაქსის” პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და პირველი შეხვედრა ჩაატარა ბურჯმა გიორგი ვეფხვაძემ. თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილი ბურჯი გუნდში 2012 წელს გადავიდა, შარშან თებერვალში სამი წლით პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, ახლა კი, პირველი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასზე თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ფრანგულ დერბიში “ოიონაქსმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზს” უმასპინძლა და 7200 მაყურებლის წინაშე 32:14 დაამარცხა. კაკოვინი განაცხადში არ იყო, მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს, ხოლო ვეფხვაძე შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი გუნდი 22:14 იგებდა, 75-ე წუთზე კი, მეოთხე, პრემიალური ლელოც გაიტანა. მეორე ტაიმში თოვლი წამოვიდა და როდესაც ქართველი ბურჯი შეცვლაზე შევიდა, უკვე ძლიერად ბარდნიდა.

მეორე ჯგუფზე, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონის” თამაშზე უკვე ვწერდით და ახლა მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ “ვულკანების” ბედი მათივე ხელშია, ოღონდ მოვლენათა განვითარება პარალელურ შეხვედრებზეც იქნება დამოკიდებული. “კლერმონს” “ბორდო” ჰყავს დასამარცხებელი, უმჯობესია პრემიალური ქულით და მეოთხედფინალში აუცილებლად მოხვდება, თუმცა, თუ “ოსპრეიზი” ინგლისში “ექსეტერთან” დამარცხდება, მაშინ ფრანგული კლუბი პლეი ოფში პირველი ადგილით გავა.

მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგმა”, რომელმაც “სკარლეტსი” პრემიალური ქულით, 64:14 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო. ამავე ჯგუფში შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსი” ინგლისში “ნორთჰემპტონთან” 15:19 დამარცხა და მართალია ერთი პრემიალური ქულა აიღო, მაგრამ თუნდაც სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრის პრაქტიკული შანსი დაკარგა. მამუკაშვილი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა და ამ დროს ანგარიში 12:12 იყო, 10 წუთში სქოთები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 79-ე წუთზე კაცნაკლულებმა ლელო გაუშვეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ხელიდან გაუშვეს.

მეოთხე ჯგუფი ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” ირლანდიაში “მანსტერთან” 13:26 დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გასასვლელად დასკვნით ტურში “ლესტერ თაიგერსის” დამარცხება მართებს. პარიზელთა განაცხადში კვაჭის შემცვლელად იყო შეყვანილი ჟვანია, მაგრამ ის თამაშში არ ჩართულა.

მეხუთე ჯგუფში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ინგლისის “უოსპსი” დაძაბულ ბრძოლაში 15:11 დაამარცხა, ჯგუფში პირველ ადგილზე აღზევდა, მაგრამ თასის მფლობელს მეოთხედფინალში მოსახვედრად ჯერ კიდევ ერთი დიდი ბრძოლს გადატანა მოუწევს. განვლილ მატჩში ჩილაჩავა და მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგოძე 71-ე წუთზე თავად შევიდა შეცვლაზე და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შესრულა.

ამაზე უბრალო სტატისტიკაც მეტყველებს - 9 წუთში 6 შეტევა და ჯამში მოგებული 20 მეტრი! მე-80 წუთზე გატანილი გადამწყვეტი, დრიუ მიჩელის ლელო სწორედ გორგოძის გარღვევით დაიწყო, რომელიც რამდენიმე მეტოქემ ვერ შეაჩერა, შედეგად, “უოსპსის” დაცვა მოირღვა და ფრანგებმაც 13 ათასზე მეტი მაყურებელი ნერვიულობის შემდეგ გაახარეს. “ტულონი” ლელოთი და ჯარიმით დაწინაურდა, ინგლისელებმა ერთი ჯარიმა შესვენებამდე, ერთიც 62-ე წუთზე გაქვითეს და 70-ე წუთზე გატანილი ლელოთი 11:8 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე მოედანზე გორგოძე შევიდა.

მწვრთნელმა ჩილაჩავა და მიქაუტაძე 50-ე წუთზე კი შეცვალა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ცოტა უცნაური იყო. ორივე მათგანმა უაზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა. დასკვნით ტურში “ტულონს” ინგლისში, “ბათთან” უწევს თამაში და თუ მოიგო, მეოთხედფინალში აუცილებლად მოხვდება, თუ ვერა და საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოსახვედრად კონკურენტების იმედზე მოუწევს დარჩენა.

2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი. V ტური

I ჯგუფი

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ტულუზი (საფრანგეთი) 32:14

სარასენსი (ინგლისი) - ოლსტერი (ირლანდია) 33:17

1.

სარასენსი (ინგლისი)

5

5

0

0

192:56

24

2.

ოლსტერი (ირლანდია)

5

3

0

2

113:106

13

3.

ოიონაქსი (საფრანგეთი)

5

1

0

4

96:162

7

4.

ტულუზი (საფრანგეთი)

5

1

0

4

68:145

5

მომდევნო ტური. 23 იანვარი

ოლსტერი (ირლანდია) - ოიონაქსი (საფრანგეთი); ტულუზი (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი)

II ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 34:27

ოსპრეიზი (უელსი) - კლერმონი (საფრანგეთი) 21:13

1.

ოსპრეიზი (უელსი)

5

3

0

2

121:109

16

2.

კლერმონი (საფრანგეთი)

5

3

0

2

131:101

14

3.

ექსეტერი (ინგლისი)

5

2

0

3

115:134

11

4.

ბორდო (საფრანგეთი)

5

2

0

3

112:135

11

მომდევნო ტური. 24 იანვარი

ექსეტერი (ინგლისი) - ოსპრეიზი (უელსი); კლერმონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი)

III ჯგუფი

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 19:15

რასინგი 92 (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი) 64:14

1.

რასინგი (საფრანგეთი)

5

4

1

0

169:48

22

2.

ნორთჰემპტონი (ინგლისი)

5

3

1

1

72:83

14

3.

გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)

5

2

0

3

92:91

10

4.

სკარლეტსი (უელსი)

5

0

0

5

49:160

2

მომდევნო ტური. 23 იანვარი

გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) - რასინგი (საფრანგეთი); სკარლეტსი (უელსი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი)

IV ჯგუფი

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 47:7

მანსტერი (ირლანდია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 26:13

1.

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი)

5

5

0

0

164:55

23

2.

სტად ფრანსე (საფრანგეთი)

5

3

0

2

150:97

14

3.

მანსტერი (ირლანდია)

5

2

0

3

90:95

10

4.

ბენეტონ ტრევიზო (იტალია)

5

0

0

5

48:205

0

მომდევნო ტური. 24 იანვარი

ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - მანსტერი (ირლანდია); სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ლესტერ თაიგერსი (ინგლისი)

V ჯგუფი

ლენსტერი (ირლანდია) - ბათი (ინგლისი) 25:11

ტულონი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 15:11

1.

ტულონი (საფრანგეთი)

5

4

0

1

77:77

16

2.

უოსპსი (ინგლისი)

5

3

0

2

135:62

15

3.

ბათი (ინგლისი)

5

2

0

3

74:112

9

4.

ლენსტერი (ირლანდია)

5

1

0

4

72:107

მომდევნო ტური. 23 იანვარი

ბათი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი); უოსპსი (ინგლისი) - ლენსტერი (ირლანდია)

0.139975