“ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-20 ტურში “ბილბაოსთან” 6:0 მოგებულ მატჩში დაშავდა.
Gოალ-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა მუხლქვეშა მყესი მაშინ დაიზიანა, როდესაც ბურთის თამაშში დატოვებას ცდილობდა და ამისათვის ვარდნა შეასრულა. კლუბში უკვე დაადასტურეს, რომ მას 10 დღე დასვენება მოუწევს.
ამრიგად, ალბა 20 იანვარს იმავე “ბილბაოსთან” სათასო შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში სტუმრად “მალაგასთან” ვერ დაეხმარება. შესაძლოა, ის მოედანს 27 იანვარს, “ბილბაოსთან” თასის განმეორებით მატჩში დაუბრუნდეს.