“რომას”ბრაზილიელი მცველი ლეანდრო კასტანი ძლიერ განიცდის ეპიზოდს, რომელიც სერია ა-ს მე-20 ტურში “ვერონასთან” მატჩის 61-ე წუთზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროს სწორედ 29 წლის ბრაზილიელმა დაარღვია თამაშის წესი, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და “ვერონამ” რომიდან ქულა წაიღო (1:1).
“პირადად ჩემთვის ეს იმედგაცრუების დღეა. ძალიან ბევრი ვიშრომე ფეხბურთში დასაბრუნებლად და ვფიქრობდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ აუცილებელია გავხდე უფრო ძლიერი, რათა გუნდის განუყოფელი ნაწილი ვიყო. ადამიანებს ჩემი დიდი იმედი ჰქონდათ. მე მათი მადლობელი ვარ და მინდა მოვუბოდიშო გუნდს და გულშემატკივარს. მართლა ვცდილობდი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა” - დაწერა კასტანიმ საკუთარ “თვითერზე”.
აღსანიშნავია, რომ “რომას” მცველს მთელი წელიწადი გაუცდა, რადგან თავის ტვინის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.