ფეხბურთი

11:54 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესის სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ “ბილბაოსთან” 6:0 მოგებული შეხვედრის პირველ ტაიმში დაზიანება მიიღო.

პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში, 28 წლის ფეხბურთელი შესვენების შემდეგ მოედანზე არ გასულა და ის არდა თურანმა შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი არგენტინელის ტრავმა ყოფილა.

“მესი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვფიქრობთ, საქმე გვაქვს უმნიშვნელო პრობლემასთან, ბარძაყის უკანა კუნთის მცირედ დაჭიმულობასთან, მაგრამ აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. თამაშს უკვე 2:0 ვიგებდით, გადავწყვიტეთ ლეოს ჯანმრთელობით არ გაგვერისკა და მოედანზე თურანი შევუშვით” - განუცხადა ESPNFC.COM-ს ენრიკემ.

0.111042