ძიუდო

10:12 | 18.01.2016 | ნანახია 4024 - ჯერ

ვერცხლი და ბრინჯაო აფრიკიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2016 წლის სეზონი ტუნისში გამართული აფრიკის ღია ტურნირით გახსნა. გუნდის მწვრთვნელებმა განაცხადში მხოლოდ პრობლემატურ წონით კატეგორიებში: 66 და 100 კილოგრამებში მოჭიდავე სამ-სამი ძიუდოისტი შეიყვანეს და საბოლოოდ პოდიუმზე ორი მათგანი ავიდა.

გურამ თუშიშვილს ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი აფრიკულ ტატამზე ამერიკელი აიაქს ტადეჰარას, აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვისა და იტალიელი ვინჩენცო დარკოს იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, გადამწყვეტ ბრძოლაში ესტონელ გრიგორი მინაშკინთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად 60 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაო და 40 ქულა იკმარა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალში დაასრულა, ფრანგ კილიან ლე ბლუშთან წაგებით. იქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე კუკუ როდრიგესისა და საუდის არაბეთის ნაკრების წევრ ჰამად სულეიმანის ძლევა მოასწრო. ბრინჯაოს გზაზე კი თანაგუნდელი ბექა შავდათუაშვილი და აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი ჩამოიშორა.

შავდათუაშვილის გარდა აფრიკის ღია ტურნირი უმედლოდ თორნიკე თათარაშვილმა (66 კგ), ალექსანდრე მსხალაძემ და ჯაბა მუმლაძემაც ჩაამთავრეს, ოღონდ მათ მეოთხედფინალამდე მისვლაც ვერ შეძლეს და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:14 | 20.01.2016
ალექსანდრე (6188)

ბექას ალბათ პარიზის გრანსლემზე დააყენებენ 100-ში. ხოლო მეორე 100-ში აირჩევა თუშიშვილსა და მსხალაძეს შორის ვინც უკეთეს შედეგს დადებს კუბაში.

02:58 | 20.01.2016
Paata Chania (1086)

რთული გზა ელით ბიჭებს განსაკუთრებით თუშიშვილს, რომელსაც ცოთა აქვს სარეიტინგო ქულა და დიდი ალბათობით ძლიერ ძიუდოისტებთან მოუწევს პაექრობები ილეთებს ბევრს აკეთებს კარგადაც გამოუდის უბრალოდ თავის დაცვა უკეთესად, რომ შეძლოს ბევრს დადებს ბეჭებზე .მსხალაძეს, რაც შეეხება უკეთესი ქულები აქვს,მაგრამ სავარაუოდ ვერ მოხვდება განთესილებში და რთული გზა ელის, იმედია სასიამოვნოდ გაგვაკვირვებს .ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერმა შემადგენლობამ თავი მოიყარა 100 კილოში ბევრი ტოპ ძიუდოისტი გამოდის.გამოდიან :გასიმოვი,მამადოვი, პიტერსი, ფრეი,ბისულთანოვი , ბლოშენკო და შარშანდელი ჰავანას გრამპრის მფლობელი ნიკიფოროვი ,რემარენკო,დარვიში ,ზანკიშიევი გაუჭირდებათ ბიჭებს ,მაგრამ უნდა აჯობონ პირველ რიგში საკუთარ თავს და აუცილებლად დადებენ შედეგს .66-ში ბევრად უფრო რეალურია შედეგის დადება 100 კილოსთან შედარებით უფრო დაბალი კონკურენციაა.

21:10 | 21.01.2016
beso68 (2902)

აშკარად ეტყობა რომ ოლიმპიური წელია, ღია პირველობებსაც დაედო ფასი, ადრე თითო-ოროლა წამყვანი მოჭიდავე თუ გამოდიოდა ამ შეჯიბრზე, ეხლა საკმაოდ ბევრმა მოიყარა თავი.

02:50 | 20.01.2016
xandakeli (1759)

ღვინიაშვილმა 100 უნდა აიწიოს შეულია კიდეც ისე იყო ვარიანტი რო ორ ორ წონას ეჭიდავა ოლიმპიადაზე საცოდობა ამარტო ჩვენთან არა რო ამ სახეობას არ აქვს ამის საშუალება.

14:19 | 19.01.2016
CR7NOLE (15561)

რა მაინტერესებს.

ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი ორივე ხუთეულშია და ოლიმპიადაზე ორივეს გაყვანა შეგვიძლია?

15:20 | 19.01.2016
beso68 (2902)

არ შეუძლიათ, მხოლოდ ერთი მოჭიდავე გადის ქვეყნიდან.

10:14 | 20.01.2016
CR7NOLE (15561)

მადლობ. საცოდაობაა ან ერთის ან მეორის ოლიმპიადის მიღმა დატოვება

13:22 | 19.01.2016
ალექსანდრე (6188)

ჰავანაში ძნელი იქნება ქულების აღება აზერბაიჯანიდან 2 მსოფლიო ჩემპიონია განაცხადში გასიმოვი და მამადოვი, გერმანელების მსოფლიო პრიზიორები ფრეი და პეტერსი. რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი ხაიბულაევი და ზანგიშიევი, უკრაინელი ბლოშენკო და სხვ.

10:46 | 19.01.2016
Nodari Muladze (8)

თუშიშვილს 104 ქულა რატომ აქვს დღეს ოლიმპიურ რეიტინგში, გუშინ 160 ქონდა, რატომ დააკლეს

02:49 | 19.01.2016
boloka (591)

კველე კველა და რა გააჩმახეს ამ მსხალაძით...კაი ადამიანი ხო// მარა კონსტანტინე გამსახურდია ადამიანად არ ვარგოდა მარა მცერალი იკო მაგარი-- ხოდა მოდით რა თუ ძიუდოა ძიუდოპ იკოს და აგარ გვინდა მსხალადძე

02:01 | 19.01.2016
Gag Na (688)

მეგობრებო,ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი პოსტი და შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ,ვისაც გაქვთ ფეისბუქი,გადადით ამ ლინკზე და უბრალოდ მოიწონეთ ფოტო,ჩემი ახლობელი იღებს მონაწილეობას კონკურსში და ძალიან სჭირდება..წინასწარ დიდი მადლობა stripslashes((strlen('https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater')>0?'.https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater':'.https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater'))

12:43 | 19.01.2016
Paata Chania (1086)

კარგი

22:13 | 18.01.2016
shalvinio (1505)

ქულების რაოდენობა ტურნირების და საპრიზო ადგილების მიხედვით:
კონტინენტის ღია პირველობა: 1. 100; 2. 60; 3. 40.
გრან პრი: 1. 300; 2. 180; 3. 120.
კონტინენტის პირველობა: 1. 400; 2. 240; 3. 160.
გრან სლემი: 1. 500; 2. 300; 3. 240.
მასტერსი : 1. 700; 2. 420; 3. 280.
მსოფლიო ჩემპიონატი: 1. 900; 2. 540; 3. 360.
ოლიმპიური თამაშები: 1. 1000; 2. 600; 3. 400.

16:50 | 18.01.2016
ალექსანდრე (6188)

შარშანდელი მასტერსის მოგებამ ბექას 600 ქულა მოუტანა. ევროპის მოგება 400 ქულას იძლევა რეიტინგში, მსოფლიოს მოგება - 800 ქულას.

19:54 | 18.01.2016
federer (17) (15576)

-100 კილოს ამდროინდელი რეიტინგი შეგიძლია დადო?

19:59 | 18.01.2016
federer (17) (15576)

აღარ მინდა ვიპოვე და 160 ქულით 67 ადგილზეა გურამი
ბექას 100 ქულა აქვს და 80 ადგილზეააა.
ზუსტი ციფრი არ ვიცი და რამდენ კაცში უნდა მოხვდეს, რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს ორიდან ერთერთმა

20:53 | 18.01.2016
beso68 (2902)

რეიტინგის 22 კაცში უნდა მოხვდეს

16:48 | 18.01.2016
ალექსანდრე (6188)

აქ მთავარია, რომ კონტინენტების ღია პირველობები უმნიშვნელო ქულებს იძლევა, მაგ, ჩემპიონ -პრიზიორები იღებენ შესაბამისად 100, 60 და 40 ქულას, მაშინ როდესაც, გრანპრიზე - შესაბამისად 300, 200 და 120 ქულას, ხოლო გრანსლემზე - 500, 300 და 200 ქულას.

19:54 | 18.01.2016
federer (17) (15576)

მაქსიმუმი უნდა გააკეთოს დარჩენილ ტურნირებზე და 2-3 ტურნირი მაინც უნდა მოიგოს და პლუს სხვა სინჯის მედლებიც უნდა მოიპოვონ

16:28 | 18.01.2016
Gurami Eka (80)

თუ იცით ვინმემ ღვინიაშვილი იჭიდავებს ჰავანაში??

23:57 | 18.01.2016
beso68 (2902)

4 მოჭიდავე წერია განაცხადში, ისევ 66-100 კგ-ში. 2-2 მოჭიდავე თითო წონაში.
66-ში: მარგველაშვილი, თათარაშვილი
100-ში: მსხალაძე, თუშიშვილი

15:14 | 18.01.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მეტი მედალი, მეტი სინჯით.

13:56 | 18.01.2016
federer (17) (15576)

თუ იცით ვინმემ რამდენი ქულა აქვს გურამს, ცოტას კი წაადგებოდა ეს 60 ქულა, მაგრამ ასეთი დონის ტურნირებს თუ ვერ მოიგებს ოლიმპიადაზე მედალზე ფიქრი ზედმეტიაა

16:25 | 18.01.2016
Gurami Eka (80)

160 ქულა აქვს

19:51 | 18.01.2016
federer (17) (15576)

სადღაც 200-მდე მეგონაა, ცოტაა 160 ქულა და გაუჭირდება ლიცენზიის მოპოვებაა

13:58 | 18.01.2016
federer (17) (15576)

ჯერ რათქმაუნდა ლიცენზიაა მოსაპოვებელი, რაც ვფიქრობ რთული იქნებაა, არამგონია ამ 60 ქულის გარდა კიდევ ბევრი ქულა ქონდეს

12:33 | 18.01.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია მოუმატებენ

0.0661