ფეხბურთი

18:00 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ცხინვალი": 3:0 მოგება და ჭაბუკთა შერჩევა

კახა კაჭარავას გაწვრთნილმა "ცხინვალმა" საკონტროლო მატჩი გამართა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან (1999 წელს დაბადებულები) და 3:0 მოიგო.

მე-4 წუთზე გიგა ბეჭვაიამ თავურით გახსნა ანგარიში. საგოლე პასი ლაშა ქოჩლაძისა იყო. 26-ე წუთზე გიორგი ცერცვაძის პასის შემდეგ, ზვიად ლობჯანიძემ 2:0 გახადა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი უჩა ბურძენაძემ გამოიყენა და 3:0. A

"ცხინვალის" სასტარტო შემადგენლობა: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ქარდავა, ბურძენაძე, ქოჩლაძე, ბეჭვაია, ლობჯანიძე, ივანიშვილი

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჩუჩალოვი, ი. შენგელია, ნ.ჯიშკარიანი, უღრელიძე, ნოზაძე, ფირცხალავა, ჯაყელი, ლექვთაძე

"ცხინვალიდან" სხვა ამბებიცაა. კლუბი ჭაბუკების მიღებას აცხადებს და აი, განცხადებაც:

საფეხბურთო კლუბი "ცხინვალი" აცხადებს 2001-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შერჩევას. შერჩევა იწარმოებს ორშაბათიდან, 18 იანვრიდან ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა დიღმის მასივში მდებარე "ავაზას" სტადიონზე 16:00 საათზე. ჭაბუკთა სელექციას აწარმოებენ "ცხინვალის" კვალიფიციური მწვრთნელები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ ზუკაკიშვილის ხელმძღვანელობით. სელექციის შედეგად შერჩეული ჭაბუკები ისწავლებენ უფასოდ და შანსი მიეცემათ იასპარეზონ "ცხინვალის" ჭაბუკთა უმცროს გუნდში. ჭაბუკების კარიერული წინსვლა (ს.კ. "ცხინვალის" ჭაბუკთა უფროსი გუნდი, დუბლები, მთავარი გუნდი) მათსავე ნიჭსა და პოტენციალზეა დამოკიდებული.

ს.კ. ცხინვალის "ცხინვალის" ადმინისტრაცია: საკონტაქტო ნომერი: 5 99 14 16 10

0.11822