16 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე სერბული “მეგა ლეკსის” მაისურით წარმატებულ თამაშს განაგრძობს.
გოგას კლუბმა სერბეთის კადეტთა პირველობაზე “მლადოსტ ადმირალს” 81:67 (24:14, 18:21, 13:16, 26:16) სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 9 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
“მეგა ლეკსს” სატურნირო ცხრილში 9 მოგება და 1 მარცხი აქვს და მხოლოდ “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩება, რომელსაც ყველა თამაში მოგებული აქვს. მომდევნო ტურში ბითაძის კლუბი სწორედ ბელგრადელებს გაეჯიბრება.