ფეხბურთი

21:00 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “ლესტერის” ერთ-ერთ ლიდერში 20 მილიონ იხდის

ლონდონის “ჩელსი” მზადაა “ლესტერის” ერთ-ერთი ლიდერის რიად მაჰრეზის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. როგორც ბრიტანული Daily Star-ი იუწყება, “არისტოკრატებს” ალჟირის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ედენ აზარის შემცვლელად სურს.

აფრიკელ შემტევს “მელიების” რიგებში სათამაშო დრო საკმარისად აქვს და ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელი ლონდონური გუნდის სათადარიგოთა სკამზე ჯდომის იდეით მოიხიბლოს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის მოთამაშემ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11498