ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2485) ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც უკვე 78-ედ იმართება, პირველი პარტია გამართა.
ბაციშვილი B ტურნირში ირჯება და საწყის შეხვედრაში შავი ფიგურებით მარცხი გერმანიის სახელით მოთამაშე ლივიუ-დიტერ ნისიპეანუსთან (2679) განიცადა.
ცნობისთვის, Tata Steel Challengers-ის გამარჯვებული 2 ათას ევროს მიიღებს.