საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბერლინში გამართულ ოთხთა ტურნირზე ითამაშა და პრიზიც მოიპოვა – “გულშემატკივართა სიმპათია”.
საუბარია ყოველწლიურ ტურნირზე (“მაქს შმელინგ ჰალე”). კობიაშვილმა, რა თქმა უნდა, “ჰერტას” რიგებში ითამაშა დარიუშ ვოშის, ფრედი ბობიჩისა და სხვების გვერდში. ტურნირი გაიმართა ხელოვნურსაფარიან მინდორზე და “ჰერტას” გარდა, “რომა”, “უნიონ ბერლინი” და “ნიურნბერგი” მონაწილეობდნენ. ჩემპიონი “ნიურნბერგი” გახდა, “ჰერტა” კი მესამეზე გავიდა...
ბომბარდირი გახდა სლოვაკი მარეკ მინტალი (“ნიურნბერგი”, 8 გოლი) და მანვე მიიღო საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
სასიამოვნოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დააფასეს გერმანიაში. ცნობისთვის, წინა ორი ტურნირი “ჰერტამ” მოიგო და შარშან ლევანიც თამაშობდა.