20 წლის ფლანგელი ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე, სავარაუდოდ, თბილისის “ლოკომოტივში” დაბრუნდება. კიკაბიძე წლინახევრის წინ გაიყიდა ფრანგულ “ბასტიაში”, სადაც სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღო.
ლუკას ერთი წლის განმავლობაში თითქმის მუდმივად დუბლებში უწევდა გამოსვლა, შარშან ზაფხულს კი “სერკლ ატლეტიკ ბასტიაში” (საფრანგეთის მესამე ლიგა) გაანათხოვრეს. იქ კი ნახევარ სეზონში 4 მატჩი ჩაატარა.
კიკაბიძე კარგად თამაშობდა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, შემდეგ კი ალექსანდრე ჩივაძემ კი 21-წლამდელებში დააწინაურა.
შეგახსენებთ, “ლოკომოტივმა” რამდენიმე დღის წინ ნიკა ჭანტურია დაიბრუნა თბილისის “დინამოდან”, ახლა კი კიკაბიძის ჯერია.